Tuesday, November 4, 2014

მაწანწალა ძაღლები

                                                      მაწანწალა ძაღლები

მაწანწალა ძაღლების რიცხვის შემცირების ეფექტური გზა არ არის მათი მოკვლა, იმისთვის რომ ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ პირველ რიგში უნდა ავაშენოთ უპატრონო  ძაღლთა თავშესაფრები სადაც მათ უმკურნალებენ , ვაქცინაციას და სტერილიზაციას ჩაუტარებენ რომ აღარ გამრავლდნენ. ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში ეს ასეც ხდება მაგრამ საქართველოში უკვე ყველამ კარგად იცის, რაც ხდება. 

      მაწანწალა ძაღლების  პრობლემა მსოფლიოში ძალიან აქტუალურია ,ყველა ცდილობს მის მოგვარებას. ეს ვიდეო გვასწავლის თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა და დავიცვათ ძაღლები,  აქ საუბარია  WSPA -ზე.ეს   მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ცხოველების დაცვისა რომელიც აუნაზღაურებელ შრომას და სიკეთეს უკეთებს მაწანწალა ცხოველებს , ჩემი რჩევა იქნება ყველა  ადამიანმა უყუროს ამ ვიდეოს, გაიაზროს და მიხვდეს რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება ჰუმანური გზით ... 
მაწანწალა ძაღლები ,თემა რომელიც მე ყველაზე მეტად მაწუხებს და მთრგუნავს. სურვილი კი მათი დახმარებისა არასდროს გამიქრება.დავეხმარები აუცილებლად მაშინ როცა ამის საშუალება და შესაძლებლობა მექნება.ახლა კი გავაკეთებ იმ მაქსიმალურს რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია. ჩემი ბლოგით შევეცდები საზოგადოებას  მივაწვდინო ხმა. მათ,ვინც მათ დახმარებას შეძლებს  :) <3 

მერიამ ჩაატარა უპატრონო ძაღლების მოგვარების თემაზე ტენდერი, სადაც გაიმარჯვა “პირველმა ვეტერინალურმა”.   ამ ორგანიზაციას წესით ევალება: 


1. დაავადბეული ძაღლი წაიყვანოს და უმკურნალოს!
2. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მკურნალობას არ ექვემდებარება დააძინოს ინექციის საშუალებით!

   მაგრამ რეალურად რას აკეთებენ ისინი? იჭერენ ძაღლებს მარწუხებით და განურჩველად დაავადებულია თუ არა ხოცავენ! მიჰყავთ ორხევში სადაც მოსახალეობა გაგიჟებულია ამ სასაკალოთი, ლეკვებს ჯანმრთელ ძაღლებს ყველას ხოცავენ თან რა სასტიკად. რატომ? აქ უკვე ფული ტრიალებს, მოკლედ ასე აწყობთ. მკურნალობა /ინექცია ძვირი ჯდება და…როგორც გახსოვსთ 7 დღეში ამის შესახებ გავიდა სიუჟეტი.აქ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია , პირველი არხის გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩუმად გაყვა ამ სიკვდილის მანქანას სადაც უკვე შიგნით აღარ შეუშვეს და რა მიზეზებს აღარ ჰყვებოდნენ. ხალხი კი , მოსახლეობა ამბობს რომ იქ საშინელი ჟლეტა მიდის და არცერთი ძაღლი იქიდან აღარ გამოსულა.მინდა ასევე ვთქვათ რომ ასეთი გზა არათუ ხელს უწყობს მაწანწალა ძაღლების რიცხვის შემცირებას, არამედ პირიქით ზრდის!!! რამდენი ხანია უკვე ამას აკეთებენ და რა შემცირდა? როგორც მე ვიცი სპეციალურად ეს აწყობთ კიდეც, 

ჩემი აზრით ის მდგომარეობა რაც  დღეს საქართველოშია არაჰუმანური და სასტიკია.   "ძაღლმჭერი" ბრიგადების თანამშრომლები ყოვლად არაადამიანური ხერხებით იჭერენ გარკვეული რაოდენობით ძაღლებს,ჩვენ საქმე გვაქვს ცხოველების პერმანენტულ განადგურებასა და წამებასთან, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისათვის არანაირი შედეგი არ მოაქვს. ცხოველებს ხშირად რკინის მაშებით უმტვრევენ ხერხემალს, ხოლო შემდგომ ელექტროქსელიდან მიღებული დენის მათ სხეულში არაერთგზის გატარების საშუალებით კლავენ.როგორ შეიძლება ადამიანი მოექცეს ცოცხალ არსებას ასე ,ეს ხომ უდიდესი ცოდვაა.     არც მე ვეთანხმები იმ აზრს რომ მაწანწალა ძაღლები ქუჩაში უნდა იყვნენ  ,რადგან ისინი მართლაც დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საზოგადოებას ისე საკუთარ  თავსაც ,მაგრამ ხომ შეიძლება საქართველოში   ფულზე არ იფიქრონ და მარტო იმიტომ  არ დახოცონ ძაღლები რადგან მათი მკურნალობა ძვირი ჯდება?! ეს საზოგადოების ბრალიცაა რადგან ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს ასე არ მოხდეს, ქართველი ხალხი მხოლოდ მაშინ  იღებს ხმას როცა ვიღაც მათ იდილიას არღვევს ამის იქეთ  არაფერი აინტერესებთ, სამწუხაროა ჩემთვის ამის თქმა მაგრამ ეს მწარე რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით... 


ყველაზე მნიშვნელოვანი...


     ალბათ გაგიკვირდებათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?!  ეს არის სიყვარული და სითბო, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ძაღლებს. სანაცვლოდ კი არანაკლებ სიყვარულსა და ერთგულებას გვიბრუნებენ ,რისი მაგალითები და რეალური ფაქტები მრავლადაა მსოფლიოში ( მეც განმიცდია ეს ბედნიერება, თან არაერთხელ ),ამიტომ გავუფრთხილდეთ ძაღლებს ,ისინი ხომ ადამიანების საუკეთესო მეგობრები არან...<3
 მაწანწალა ძაღლები ,თემა რომელიც მე ყველაზე მეტად მაწუხებს და მთრგუნავს. სურვილი კი მათი დახმარებისა არასდროს გამიქრება.დავეხმარები აუცილებლად მაშინ როცა ამის საშუალება და შესაძლებლობა მექნება.ახლა კი გავაკეთებ იმ მაქსიმალურს რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია. ჩემი ბლოგით შევეცდები საზოგადოებას  მივაწვდინო ხმა. მათ,ვინც მათ დახმარებას შეძლებს  :) <3











1 comment:

  1. Review of Merkur Progress Adjustable DE Safety
    The Merkur 인카지노 Progress Adjustable Safety Razor is a beautifully crafted and fully adjustable safety razor. 메리트 카지노 주소 Features a closed comb handle with a traditional หาเงินออนไลน์

    ReplyDelete